საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა (წიგნი)

საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა (1918) — წიგნი წინასიტყვაობის, ოთხი თავისა და დასკვნისაგან შედგება. დართული აქვს ავტორის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი მონოგრაფიებისა და სტატიების სია. პირველ თავში განხილულია შემდეგი საკითხები:

  • 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუცია;
  • სამხედრო-პოლიტიკური ვითარება საქართველოში 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის დროსა და რევოლუციის შემდეგ;
  • ქართული ეროვნული მოძრაობის კონსოლიდაცია (1917 წლის აპრილი-ნოემბერი);
  • 1917 წლის 25 ოქტომბრის კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში;
  • ვითარება ამიერკავკასიასა და საქართველოში 1917 წლის 25 ოქტომბრის კონტრრევოლუცური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ (1917 წლის ოქტომბერი-1918 წლის იანვარი).
„საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა (1918)“
ავტორი ვახტანგ გურული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული ენა
გამომცემელი ქართული უნივერსიტეტი
გამოცემის თარიღი 2018 წელი

მეორე თავი ეთმობა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მოწვევისა და მუშაობის ისტორიას, გაანალიზებულია ყრილობის მიერ მიღებული დადგენილებები. მესამე თავში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები:

  • მოლაპარაკების განახლება ოსმალეთთან;
  • 1917 წლის 5 (18) დეკემბრის ერზინჯანის დროებითი ზავის დარღვევა;
  • ვითარება ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადებამდე;
  • 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება. ვითარება ამიერკავკასიაში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების დადების შემდეგ;
  • ტრაპიზონის საზავო კონფერენცია;
  • ოსმალეთის მიერ აჭარაისა და სამცხე-ჯავახეთის ოკუპაცია.

მეოთხე თავი ძირითადია და იგი შემდეგი საკითხებისაგან შედგება:

  • ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა;
  • საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განხილვა. პოლემიკა ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს პერსპექტივის შესახებ;
  • ბათუმის საზავო კონფერენცია;
  • საქართველოს ეროვნული საბჭოს მოღვაწეობა დამოუკიდებლობის აღდგენის წინა ხანებში (1918 წლის 14-25 მაისი);
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

წიგნის რედაქტორია პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რეცენზენტები: ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია და ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „მერიდიანის“ სტამბაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება