საქართველო-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ურთიერთობები

საქართველო-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

საქართველოს დროშა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა

2010 წლის 22 დეკემბერს საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან ოქმს გაერო-ში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერნანდ პუკრე-კონომ, საქართველოს მხრიდან კი – საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს აცნობეს.[1][2][3]