საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბი
საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბი — რუსეთის იმპერიის საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბი 1840-1846 წლებში.
აღწერა
რედაქტირებაგერბს ფარის ფორმა ჰქონდა, რომელსაც დაყვებოდა ოქროსფერი ფონი. ფარი გაყოფილი იყო ოთხ ნაწილად: ზედა მარცხენა მხარეს გამოსახული იყო არარატის მთა, რომლის მწვერვალზეც ნოეს კიდობანი იდგა; ზედა მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილი იყო შავი ზღვა; ქვედა მარცხენა კვადრატში გამოსახული იყო ზედა მარჯვენა უჯრაში არსებული მსგავსი სიმბოლო, რომელიც აღნიშნავდა მდინარე მტკვარს; ქვედა მარჯვენა უჯრაში კი წარმოდგენილი იყო ყაზბეგის მთა. აღნიშნული გერბის ცენტრში განთავსებული იყო მცირე ფარი, რომელზედაც წითელ ფონზე გამოსახული იყო გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგი. გერბს, მთავარი ფარის ზემოდან ედგა საიმპერატორო ორთავიანი არწივი, რომელიც თავისი ფრთებით გადაფარებული იყო გერბზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- «Сборник материалов для описания Тифлисской губернии», Тифлис. 1870