საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო

საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო — საკავშირო რესპუბლიკური ორგანო. ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და სსრკ ცენტრალური სტატისტიკურ სამმართველოს. შეიქმნა 1921 წელს. 1930—1948 წლებში ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს, 1948—1978 წლებში არსებობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან. საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო ეწოდა 1978 წელს. სამმართველო და მისი ადგილობრივი ორგანოები ახორციელებდნენ თავიანთ მუშაობას საერთო სახელმწიფოებრივი სტატისტიკის ზოგადი პრინციპების, ერთიანი მეთოდოლოგიისა და ორგანიზაციის საფუძველზე. სამმართველო აწარმოებდა აღრიცხვასა და სტატისტიკას საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის დარგებში და ახორციელებდა ამ საქმისადმი ცენტრალიზებულ ხელმძღვანელობას.

ლიტერატურა

რედაქტირება