საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა

საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა — მუდმივ-მოქმედი რესპუბლიკური გამოფენა თბილისში. მისი დანიშნულება იყო მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დემონსტრირება. გამოფენა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გამგებლობაში იყო. მის მუშაობას ხელმძღვანელობდა სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენების რესპუბლიკური საბჭო, რომელიც იხილავდა და ამტკიცებდა გამოფენის თემატურ და თემატურ-საექსპოზიციო გეგმებს. ამტკიცებდა გამოფენის მონაწილეებს, ანიჭებდა მათ ჯილდოეებსა და პრემიებს.

გამოფენა გაიხსნა 1961 წელს. მთლიანი ფართობი — 10 ჰა, საერთო საექსპოზიციო ფართობი — 5640 მ², მის ტერიტორიაზე 9 საგამოფენო პავილიონია. მწვანე ნარგავებს უკავია 27000 მ². გამოფენის მონაწილენი იყვნენ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, მრეწველობის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისს მოწინავე საწარმოები, სასწავლო, კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებები, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა ორგანიზაციები. ექსპონატების შერჩევასა და ჩვენებაზე პასუხისმგებლები იყვნენ სამინისტროები და უწყებები. საგამოფენო ტერიტორიაზე ტარდებოდა საზღვარგარეთის გამოფენებიც.

ლიტერატურა რედაქტირება