საქართველოს სსრ მხატვართა კავშირი
საქართველოს სსრ მხატვართა კავშირი — საქართველოს სსრ მხატვართა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. აერთიანებდა მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს. შედიოდა სსრკ მხატვართა აკადემიაში. მისი მთავარი ამოცანა იყო მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების შემოქმედებითი მუშაობა წარიმართოს სახვით ხელოვნებასა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მაღალმხატვრული, სუციალისტური რეალიზმის პრინციპებზე ნაწარმოებების შესაქმნელად. დაარსდა 1933 წელს ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ სკპ (ბ) ცკ-ის 1932 წ. 23 აპრილის დადგენილების საფუძველზე. მხატვართა კავშირთან ფუნქციონირებდა ფერწერის, ქანდაკების გრაფიკის, გამოყენებითი ხელოვნების, პლაკატის, მონუმენტური ხელოვნების, თეატრისა და კინოს, კრიტიკის, აგრეთვე ახალგაზრდა მხატვართა სექციები და ხელოვნებათმცოდნეთა შემოქმედებიტი გაერთიანება. მის გამგებლობაში იყო სამხატვრო ფონდი საწარმოო კომბინატებითა და სხვა დაწესებულებები. აერთიანებდა 1000-მდე წევრს. ჰქონდა აფხაზეთის, აჭარის სამხრეთ ოსეთისა და ქუთაისის განყოფილებები.
გამართული იყო ყრილობები:
- 1933 წელს
- 1940 წელს
- 1955 წელს
- 1956 წელს
- 1962 წელს
- 1965 წელს
- 1968 წელს
- 1972 წელს
- 1977 წელს
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 186.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 345.