საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სარევიზიო კომისია
საქართველოს კომუნისტური პარტიის სარევიზიო კომისია — ირჩევდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობა. კომისია რევიზიას უწევდა საქართველოს კპ ცენტრალურ ორგანოებში საქმეების მსვლელობასა და სისწორეს, ცენტრალური კომიტეტის სალაროსა და საწარმოებს, მუშაობის ანგარიშს აბარებდა მომდევნო ყრილობას. პირველად იგი აირჩია საქართველოს კპ I ყრილობამ (1922 წლის 22 იანვარი). მის შემადგენლობაში შევიდნენ ე. კალანდაძე, გ. კვაჭააძე, ნ. ოკუჯავა, ს. თალაკვაძე, ს. ჩიხლაძე. სარევიზიო კომისიის შემადგენლობა შინაპარტიული დემოკრატიის გაფართოებასთან ერთად შემდგომში თანდათან იზრდებოდა. საქ. კპ XXVI ყრილობამ (1981 წლის იანვარი) სარევიზიო კომისიაში აირჩია 50 კაცი. (თავმჯდომარე ი. ხაზარაძე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქურციკიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 175.