საქართველოს სსრ არქიტექტორთა კავშირი
საქართველოს სსრ არქიტექტორთა კავშირი — საქართველოს სსრ არქიტექტორთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი შემოქმედებითი ორგანიზაცია. შედიოდა სსრკ არქიტექტორთა კავშირში. მოწოდებული იყო ხელი შეეწყო სახელმწიფოს და საზოგადოების ორგანიზაციებს ქალაქების, სოფლების და სხვადასახლებული ადგილების, სამრეწველა, სასოფლო-სამეურნეო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო შენობებისა და ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის საქმეში. ზრუნავდა აგრეთვე საბჭოთა არქიტექტურის თეორიული პრობლემების შემუშავებასა და კადრების აღზრდაზე. უმაღლესი ორგანო იყო რესპუბლიკური ყრილობა (იწვევდნენ 5 წელიწადში ერთხელ). ყრილობა ირჩევდააღმასრულებელი ორგანოს - გამგეობას, სარევიზიო კომისიას, გამგეობა კი — კავშირის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და პრეზიდიუმს. 1930 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს პროლეტარ არქიტექტორთა ასოციაცია (საპარა), რომელიც 1932 წელს დაიშალა. 1934 წლის 15 თებერვალს საქართველოს არქიტექტორთა დამფუძნებელ ყრილობაზე ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა არქიტექტორთა კავშირი (1947 წლიდან საქართველოს არქიტექტორთა კავშირი). 1980 წელს კავშირი აერთიანებდა 986 წევრს. ჰქონდა აფხაზეთის, აჭარისა და ქუთაისის განყოფილებები.
გამართული იყო ყრილობები:
- 1936 წელს
- 1938 წელს
- 1947 წელს (18-20 ოქტომბერი)
- 1955 წელს (20-22 ოქტომბერი)
- 1959 წელს (23-24 დეკემბერი)
- 1962 წელს (15-16 მარტი)
- 1964 წელს (15-16 მაისი)
- 1967 წელს (12-14 მაისი)
- 1970 წელს (28-30 მაისი)
- 1974 წელს (23-24 დეკემბერი)
- 1980 წელს (4-6 დეკემბერი)
- 1986 წელს
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 345.