საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასადგენი პლებისციტი (2008)

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასადგენი პლებისციტი (2008) – პლებისციტი საქართველოში, რომელიც მიმდინარეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად.

საფუძველირედაქტირება

2007 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საქართველოს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ერთ–ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე. მოთხოვნას არ ეთანხმებოდა საქართველოს ხელისუფლება. გამართული აქციები 2007 წლის 7 ნოემბერს დემონსტრაციების აღკვეთით და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დასრულდა. 2008 წლის 5 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არცევნების პარალელურად დაინიშნა საქართველოს საპარლამეტო არჩევნების თარიღის დასადგენი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი (2008).

შედეგებირედაქტირება

რეფერენდუმის კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: "თანახმა ართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის გაზაფხულზე?"

დიახ არა სულ
ხმების რაოდენობა 1,410,269 358,328 1,768,597
% 79.17 20.82 100.00

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პლებისციტს სავალდებულო ძალა არ გააჩნია, მიუხედავად ამისა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა 21 მაისს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება