საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
სამოქალაქო საქმეები საქართველოში პირველი ინსტანციით განიხილება რაიონულ ან საქალაქო საერთო სასამართლოებში. დღეს საქართველოში სულ 70 პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოა, აქედან 64 _ რაიონული, 6 კი _ საქალაქო (თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და ფოთის).
როგორც წესი, სამოქალაქო საქმეს პირველი ინსტანციით ერთი მოსამართლე იხილავს. თუმცა, თუ საქმე განსაკუთრებით რთულია ან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მოსამართლემ შეიძლება მოითხოვოს საქმის განსახილველად 3–კაციანი მოსამართლეთა კოლეგიის დანიშვნა (მისი მონაწილეობით).
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ზედა ინსტანციის სასართლოში. აჭარის და აფხაზეთის რაიონული და საქალაქო სასამართლოებისათვის ეს არის შესაბამისად აჭარის და აფაზეთის უმაღლესი სასამართლოები, დანარჩენი დასავლეთ საქართველოსათვის _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, აღმოსავლეთ საქართველოსათვის კი _ თბილისის სააპელაციო სასამართლო.
მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში. საქართველოში ეს არის უზენაესი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. იგი არ საჩივრდება.