აპელაცია
აპელაცია (ინგლ. appeal, ლათ. appellatio — მიმართვა, მოწოდება) — პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რომელსაც აქვს უფლება არსებითად გადასინჯოს საქმე და გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება.[1] საქართველოში სააპელაციო სასამართლოებში (თბილისი, ქუთაისი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქმედებს სააპელაციო პალატები, რომლებიც სააპელაციო წესით განიხილავენ საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჩივრებს.[2]