საქართველოს საბჭოების VI ყრილობა

საქართველოს საბჭოების VI ყრილობა (1519 თებერვალი, 1931, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მეექვსე ყრილობა. ესწრებოდა 450 დელეგატი გადამწყვეტი ხმით. მათ შორის იყო:71,9% ქართველი, 11% სომეხი, 5,7% რუსი, 4,8% თურქი.

დღის წესრიგი: ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის (გ. ყურულაშვილი), საქართველოს მთავრობის (ფ. მახარაძე), ანგარიშები, მოხსენებები საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო კამპანიისა და საკოლმეურნეო მშენებლობის ამოცანები (შ. მათიკაშვილი), 1931 მრეწველობის საკონტროლო ციფრები (ბ. გოგია), საყოველთაო-სავალდებულო სწავლების შესახებ (გ. დევდარიანი), ცვლილება საქართველოს სსრ კონსტიტუციაში, არჩევნები.

ყრილობამ აირჩია ცაკის წევრები და ამიერკავკასიის VI ყრილობის დელეგატები.

19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გარდაქმნილიყო აფხაზეთის სახელშეკრულებო სსრ — აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში[კ 1].

საქართველოს ცაკის სხდომები

რედაქტირება
  • საქართველოს ცაკის VI მოწვევის პირველი სხდომა — 20.2.1931, თბილისი[1];
  • საქართველოს ცაკის VI მოწვევის მეორე სხდომა — 14 - 17.6.1932, თბილისი;
  • საქართველოს ცაკის VI მოწვევის მესამე სხდომა — 27 - 28.3.1934, თბილისი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    „აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შესვლის შესახებ

    სრულიად საქართველოს მუშებისა, გლეხებისა და წითელარმიელების დეპუტატების საბჭოთა VI ყრილობის 1931 წლის 19 თებერვლის დადგენილება

    სრულიად საქართველოს მუშებისა, გლეხებისა და წითელარმიელების დეპუტატების საბჭოთა VI ყრილობა:

    ა) იმ მიზნით, რათა წარმატებით შესრულებულ იქნეს სსრკ-ის მშრომელთა წინაშე მდგარი ამოცანები ფართოდ გაშლილი სოციალისტური მშენებლობისა — სახალხო მეურნეობის ერთიანი გეგმის საფუძველზე — საჭიროდ სთვლის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკისა და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და მეურნეობრივ გაერთიანებას, რამაც უნდა უზრუნველჰყოს ამ უკანასკნელი რესპუბლიკის შემდგომი სამეურნეო და კულტურული ზრდა ორივე რესპუბლიკის მუშათა და მშრომელ გლეხთა ერთად მშვიდობიანი ცხოვრებისა და ძმური თანამშრომლობის პირობებში, და ბ) იმისდა შესაბამისად, რომ აფხაზეთის მშრომელთა, აფხაზეთის მუშებისა, გლეხებისა და წითელარმიელების დეპუტატების საბჭოთა VI ყრილობაზე თავისუფლად გამოთქმული ნება-სურვილით გადასწყვიტეს აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შესვლა, ადგენს:

    1. საქართველოს სსრ-ის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მე-9 მუხლის თანახმად აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდეს საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით და მასზე გავრცელებულ იქნეს აღნიშნული ძირითადი კანონის IV თავის მოქმედება.

    2. საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის ქალაქ ტფილისში 1921 წლის დეკემბრის 16-ს დადებული ხელშეკრულება ძალადაკარგულად ჩაითვალოს.

    სრულიად საქართველოს საბჭოთა VI ყრილობის თავმჯდომარე — ფ. მახარაძე, მდივანი — ს. თოდრია“
    (საქართველოს სსრ კანონთა და განკარგულებათა კრებული, 1931 წ., №9, მუხლი 91)