საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს6
საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი - [ს 6] - საქართველოს ერთ–ერთი საერთაშორისო ავტომაგისტრალი, რომელიც იწყება თბილისში და მიემართება ჯერ სამხრეთით მარნეულში და შემდეგ სამხრეთ–დასავლეთით. ბოლნისისა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის გავლის შემდეგ გადადის სომხეთში.