საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია (IAGJ) — დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჟურნალისტური გაერთიანებაა, რომელმაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრობა მიიღო (2000). ასოციაცია დააფუძნა პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფმა. ამჟამად კავშირი აერთიანებს მედიის 150-ზე მეტ თანამშრომელს.

2014 წელს, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია წევრად მიიღო.

პოსტ-საბჭოთა საქართველოში რამდენიმე წელი იმოქმედა სამთავრობო კონტროლ ქვეშ არსებულმა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა (ყოფილი თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე, გურჯაანის ყოფილი გამგებელი).

საერთაშორისო ფედერაციაში ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიღებით საერთაშორისო თანამეგობრობამ ალტერნატიულ გაერთიანებას დაუჭირა მხარი. 2003 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ჟურნალისტური ორგანიზაციების კავშირის დაფუძნებაში. ხოლო 2004 წელს შეუერთდა კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს.

2001 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ შექმნა და ოფიციალურად მიიღო ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი (ქცევის კოდექსი). აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნა ჟურნალისტთა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო ნორმა. კოდექსი მოგვიანებით საფუძვლად დაედო სხვა მედია ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება