საქართველოს პიონერი

საქართველოს პიონერივაშლის სასუფრე ჯიში. მიღებულია ზამთრის ოქროსფერი პარმენისა და ზამთრის ბანანის შეჯვარებით. უმეტესად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. ხე ინტენსიურად იზრდება. აქვს მომრგვალო-პირამიდული ვარჯი, მსხვილი და მომრგვალო ფორმის (ფუძესთან განიერი) ნაყოფი, თხელი, მოყვითალო, ღია წითლად შეფერილი კანი, რომელსაც მუქი წყვეტილი ზოლები დასდევს. რბილობი მოყვითალოა, საშუალო სიმკვრივისა, ნაზი, წვნიანი, კარგი არომატი და გემო აქვს. ტრანსპორტაბელურია. ხე მსხმოიარობას იწყებს მე-5 — მე-6 წელს, უხვმოსავლიანია.

ლიტერატურა

რედაქტირება