საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის მ. საბაშვილის სახელობის საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — დაარსდა 1946 წელს თბილისში. დაარსების ინიციატორი და პირველი დირექტორი იყო მიხეილ საბაშვილი. ჰქონდა განყოფილებები: ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიურის, მელიორაციის, ნიადაგის ეროზიის, კოლხეთის ათვისების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის; ლაბორატორიები: ნიადაგის ფიზიკის, იზოტოპების, მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი იკვლევდა ნიადაგურ საფარს და ადგენდა მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების, რეკულტივაციისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასების საკითხებს. სოფლის მეურნეობაში სასუქებისა და იზოტოპების სწორად გამოყენების ღონისძიებებს. ამუშავებდა კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული და აღმოსავლეთ საქართველოს დამლაშებული ნიადაგების მელიორაციის, ათვისებისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ჰქონდა ასპირანტურა, ბიბლიოთეკა (39 ათასი ბიბლიოგრაფიული ერთეული). 7 საყრდენი პუნქტი, გამოსცემდა „სამეცნიერო შრომათა“ კრებულებს.