საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია
საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია — შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოში. დაარსდა 2013 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ. 2014 წლამდე გუდაურის განვითარების სააგენტო ეწოდებოდა, რადგან მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის მართვას ახორციელებდა.[1]
2014 წლის ივლისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანის ერთ-ერთი სასრიალო არეალი — დიდველი მართვაში გადაეცა კომპანიას. 2015 წელს გადაეცა კურორტი გოდერძი (გაიხსნა 2015 წლის დეკემბერში). 2017 წლის მონაცემებით, შპს „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მართავს გუდაურის, ბაკურიანის (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებს.[1]
დაარსებიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ყველა კურორტზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული, რამაც ხელი შეუწყო ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საქართველოს მთის კურორტები: ისტორია. mrg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-20. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
- ↑ „თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს“. NewPress.ge. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)