საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი

საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი 2005 წლის თებერვალში საქართველოს ინიციატივით შეიქმნა[1][2]. მასში გაერთიანდნენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოგვიანებით კი შეუერთდა ჩეხეთის რესპუბლიკა. ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა 2005 წლის 4 თებერვალს თბილისში. ჯგუფის მიზანია შუამდგომბლობა გაუწიოს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაში.