საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) I კონფერენცია

საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) I კონფერენცია — მიმდინარეობდა არალეგალურად 1920 წლის 28 ნოემბრიდან — 2 დეკემბრამდე თბილისში. ესწრებოდა 40 დელეგატი, რომლებიც 3 ათასზე მეტ პარტიის წევს წარმოადგენდნენ. დღის წესრიგი:

  • II ინტერნაციონალის კონგრესის შედეგები;
  • პროფკავშირების მუშაობა;
  • საქალაქო და სათემო თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობა;
  • პარტიული მუშაობის ფორმების შესახებ.

ამ ვითარებასთან დაკავშირებით კონფერენციას უნდა შეემუშავებინა საქართველოს კომუნისტური პარტიის ბრძოლის ახალი ტაქტიკა. კონფერენციამ გაკიცხა როგორც „მემარცხენე“, ისე „მემარჯვენე“ ოპორტუნისტები, დაგმო ყველა ის, ვინც უარყოფდა ლეგალურ ორგანიზაციებში მუშაობას და მხოლოდ არალეგალურ მუშაობას ცნობდა. დაასაბუთა პარტიული მუშაობის როგორც ლეგალური ისე არალეგალური მეთოდების აუცილებლობა.

კონფერენციამ მოიწონა საქართველოს კომპარტიის დროებითი ცენტრალური კომიტეტის საქმიანობა და აირჩია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის 7 წევრისა და 5 კანდიდატის შემადგენლობით. საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე (მამია) ორახელაშვილი. კონფერენცია ფაქტობრივად ყრილობის ტოლფასი იყო[ორიგინალური კვლევა?].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883-1970), თბ., 1971;