საქართველოს საისტორიო საზოგადოება (1976 წლამდე საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება) — ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დაარსდა 1959 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან, აგრძელებს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ტრადიციებს.

საქართველოს საისტორიო საზოგადოება აერთიანებს საისტორიო მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს, ეწევა საისტორიო მეცნიერებათა მიღწევებისა და ცოდნის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს უწყებათა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციას, მატერიალური კულტურის ისტორიის ძეგლების შეგროვებას, დაცვასა და შესწავლას.

საქართველოს საისტორიო საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო აკადემიკოსი ნიკოლოზ ბერძენიშვილი (1966 წლამდე). 1967 წლიდან აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია.

ლიტერატურა

რედაქტირება