საქართველოს განათლების მუშაკი
„საქართველოს განათლების მუშაკი“ — საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის ყოველთვიური პროფესიულ-პედაგოგიური ჟურნალი. გამოდიოდა 1923–1929 წლებში თბილისში (1925 წლიდან 1928 წლამდე — 2 კვირაში ერთხელ). 1923–1924 წლებში გამოსცემდა განათლების მუშაკთა სახლი, 1925 წლიდან — განათლების მუშაკთა კავშირი. აშუქებდა სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ, აგრეთვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 173.