საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია — კომპანია, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
უწყების შესახებ
უწყების ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი, დირექტორი
უწყების ტიპი შპს
ზემდგომი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საიტი
www.water.gov.ge

კომპანიის სტრუქტურაში შედის სათავო ოფისი, 6 რეგიონული ფილიალი და 51 სერვის-ცენტრი. სულ კომპანიაში დასაქმებულია 2500-მდე თანამშრომელი. აქედან 60% დასაქმებულია ექსპლუატაციის სფეროში, 24% - საფინანსო სფეროში, ხოლო 16% - ადმინისტრირების სფეროში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა: წყლის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება აბონენტებისათვის; წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის პროექტირება, მშენებლობა, მონტაჟი, შეკეთება და ექსპლუატაცია; წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ელემენტების წარმოება-შეკეთება. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შეიქმნა 2010 წლის 14 იანვარს.

კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება, საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრსა და ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება და ამ სისტემის მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოება.

კომპანიის მიზანს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა; წყლის ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ავტოპარკის და სპეცტექნიკის ბაზის მოდერნიზაცია; დარიცხვისა და ამოღების პროცესების სრულყოფა; გამრიცხველიანება; წყლის დანაკარგის აღმოფხვრა; ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთების შექმნა; საკადრო რესურსების მართვის სრულყოფილი სისტემის დანერგვა; გარემოსდაცვით ნორმებთან კომპანიის საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა; ელექტროენერგიის ეკონომიის უზრუნველყოფა; ფინანსური მდგომარეობის გაძლიერება და ფინანსური მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება