საფერავი ფაჩხა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა დაფარული აბლაბუდისებრი და საშუალო სიხშირის ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად კონუსური ან უფორმო, მხრიანი და დატოტვილი. მხრები ხშირად მთავარი მტევნის სიგრძისაა, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელიც. მარცვლები საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი ფერის, თითქმის შავი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს^ ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ძალიან წვნიანია, წვენი ღია ვარდისფერია. ჯიშს ახასიათებს წვრილმარცვლიანობა.

საფერავი ფანხა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163 დღეა. მტევნის წონა 180-200 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა — 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-10 გ/ლ-ს.

მიიღება მკვეთრად შეფერილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ნაკლებად ჰარმონიული და ხალისიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 343