საფერავისებური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური, გვხვდება ცილინდრული ფორმის მტევანიც. ფრთიანია, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, მუქი ლურჯი ფერის. კანი სქელი და უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვენი — ღია ვარდისფერი.

საფერავისებური საშუალო ზრდა-განვითარებისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა. მტევნის წონა 198-250 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.0-6.13 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 345