სატეხილილითონსაჭრელი იარაღი, რითაც ჭრიან შიგა და გარე მოდების სწორ და ირიბკბილა კბილა თვლებს, ღარაკიან და უღარაკო შევრონული თვლების კბილა გვირგვინებს, კბილა ლარტყებს და სხვა. სატეხელი კბილა თვლის ფორმისაა და აქვს შესაბამისად ალესილი მჭრელი ელემენტები; ამზადებენ სწრაფმჭრელი ფოლადისაგან. სატეხელი 5 ტიპისაა.

სატეხელები იყოფა 3 კლასად: აა კლასის სატეხელებს იყენებნ მე-6 ხარისხის სიზუსტის კბილა თვლების მოსაჭრელად, ა-ს მე-7 და ბ-ს მე-8 ხარისხის სიზუსტის კბილა თვლებისათვის.

კბილების მოჭრისას სატეხელი და დასამუშავებელი ნამზადი საწყის წრეხაზზე სრიალის გარეშე მოგორდება. ბრუნვითი მოძრაობის გარდა სატეხელი ასრულებს უკუქცევით-წინსვლის (მთავარ) მოძრაობას ნამზადის ღერძის გასწვრივ, აგრეთვე წინსვლითს რადიალური მიმართულებით (მოსაჭრელი კბილის სიმაღლის ტოლი სიდიდით). ბურბუშელა აითვლება სატეხელის ქვევით მოძრაობისას (მუშა სვლა); უკუსვლა უქმია.

ლიტერატურა

რედაქტირება