სასტუმრო „აფშერონი“

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სასტუმრო „აფშერონი“ (აზერბ. Abşeron) — სასტუმრო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, აღწერილი, როგორც „შთამბეჭდავი სასტუმრო“.

მის ოცსართულიან კორპუსს აქვს 243 ოთახი (სასტუმროს მე-9, მე-11, მე-12 და მე-14 სართულებზე არის განთავსებული ერთადგილიანი და ორადგილიანი ნომრები, ასევე ლუქსი). სასტუმროს ოპერატორია JW Marriott.

სასტუმრო მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, პრიმორსკის ბულვარიდან დაშორებულია არც ისე შორს.

აღნიშნული სასტუმრო აშენდა არქიტექტორ მიქაელ უსეინოვის გეგმის შესაბამისად და ექსპლუატაციაში შევიდა 1965 წელს. სამშენებლო პროექტი ასახავდა აზერბაიჯანული საბჭოთა არქიტექტურის განვითარების ახალ ტენდენციებს. რეკონსტრუქცია განხორციელდა 1999 წელს [1]. მას ჰქონდა 16 სართულიანი სასტუმრო და 343 ოთახი. სასტუმროს დიზაინში მონაწილეობა მიიღო სსრკ სახალხო არტისტმა მიქაილ აბდულაევმა.

2009 წელს სასტუმროს შენობა დაანგრიეს და მის ადგილას ახალი 20 სართულიანი შენობა ააშენეს. სასტუმროს ახალი შენობის გახსნა 2011 წელს მოხდა, რომელსაც დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოჯახთან ერთად. დღეისათვის ახალ სასტუმროში 243 ნომერია.

2012 წლის 14 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს „აზერმარკას“ კომპანიამ ბაქოში წარმოადგინა ევროვიზია -2012-ისადმი მიძღვნილი ახალი საფოსტო მარკები. ერთ-ერთი ასეთი მარკა, რომლის ღირებულება 60 კაპიკი იყო და 10 000 ტირაჟი იყო, გამოსახულია სწორედ სასტუმრო „აფშერონი“-ს შენობა.

სასტუმროს პერსონალი გამოცდილია სასტუმრო ინდუსტრიაში. მათი პროფესიონალიზმის წყალობით, დამსვენებელი ყოველდღიურ პრობლემებს ივიწყებს და უშუალოდ კონცენტრირებულია ბიზნესზე.

სასტუმროს სიმშვიდე და სიმყუდროვე ხელსაყრელია კარგი დასვენებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

სასტურმოს საკონფერენციო დარბაზი არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრების, კონფერენციების და ფორუმების მასპინძელია.

კოპლექსში განთავსებულია რამდენიმე რესტორანი, სადაც შეუძლიათ სტუმრებს დააგემოვნონ იტალირი და აღმოსავლური სამზარეულოს უნიკალური კერძები. რესტორნებს ძირითადად შესასვლელი აქვთ თავისუფლების მოედნის მხრიდან.

სასტუმრო „აფშერონი“-ს სპაში, რომელიც სასტუმროს შენობის ზედა სამ სართულს მოიცავს, სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ბაქოს და კასპიის ზღვის მომხიბვლელი ხედები. ცენტრს აქვს ექვსი პროცედურის ოთახი, დახურული აუზი, ორთქლის ოთახი და ასევე საუნა.

საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციების მოსაწყობად იდეალური ადგილია, 1208 კვადრატული მეტრის სვეტის გარეშე მდებარე „შარკის“ დარბაზში, რომელიც სასტუმროს მარგალიტად ითვლება. სწორედ აქ, შეიქმნა ყველა პირობა დიდი ღონისძიებების, გამოფენებისა და სხვა ცერემონიების ჩასატარებლად.

სასტუმროს ეზოდან აშენებულია მიწისქვეშა გადასასვლელი ბაქოს ბულვართან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Absheron Hotel Description:. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-07. ციტირების თარიღი: 2020-10-26.