სასახლის ნავსადგურის ლომები

სასახლის ნავსადგურის ლომები (რუს. Львы Дворцовой пристани) — ლომების ქანდაკებები, რომლებიც სასახლის ნავსადგურში აღმართეს 1832 წელს. ამჟამად ნავსადგური ლომებით მდებარეობს საადმირალოს სანაპიროზე. მხარეთმცოდნეების და ბლოგერების აზრით ეს ლომები არიან სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ცნობილი ლომები.

სასახლის ნავსადგურის ლომები
Львы Дворцовой пристани
კოორდინატები 59°56′23″N 30°18′32″E / 59.939722° ჩ. გ. 30.308889° ა. გ. / 59.939722; 30.308889
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი კარლ როსი
მოქანდაკე იოჰან პრანგი
თარიღდება 1832

ნავსადგურის უკანასკნელი გადაკეთების დროს ლომები განთავსებული იყო სასახლის ხიდთან ახლოს. ლომების ფიგურები ჩამოასხეს სპილენძისაგან 1832 წელს პეტერბურგის თუჯჩამომსხმელ ქარხანაში. ისინი დაამზადა ხელოსანმა იოჰან პრანგმა მოქანდაკე ივან პროკოფიევის მოდელის მიხედვით. ამავე ქარხანაში ლუდოვიკ შარლემანის ნახატების მიხედვით დაამზადეს ლომების კვარცხლბეკები.

სასახლის ნავსადგური წარმოადგენს გრძელ გრანიტის კიბეების დაღმართს დიდ ნევაზე. კიბის თავში სანაპიროს დონეზე დგას გრანიტის კვარცხლბეკები ლომების გამოსახულებით.

ლომები დგანან თუჯის კვარცხლბეკებზე და შებრუნებულები არიან თავით ერთმანეთისაკენ. ცხოველების მკაცრი სახეები განსაკუთრებული და ექსპრესიულია, მტაცებლების ძალაზე და სისწრაფეზე მიუთითებს ფართო მკერდი, ძლიერი კლანჭები და კუნთიანი სხეულები.

სასახლის ნავსადგურის ტერიტორიაზე ლომების დადგმის იდეა პირველად გაჩნდა ლუიჯი რუსკას პროექტში 1717 წელს. 1828 წლის შემოდგომაზე იყო ნავსადგურისათვის ლომების დეკორატიული ქანდაკებების საკითხის გადაწყვეტის მცდელობა. ყველა ისტორიული დოკუმენტი მიუთითებს, რომ განიხილებოდა ფლორენციის ლომების კოპიოს დადგმა[1].

1828 წლიდან 1832 წლამდე ნავსადგურის მშენებლობაზე შესვენებაა, ხოლო 1832 წელს როდესაც იმპერატორი დაუბრუნდა ნავსადგურის მშენებლობის საკითხს, ლომები კვლავ დააბრუნეს 1832 წლის სექტემბერში[1].

1950-იან წლებში ლომები გააგზავნეს სარესტავრაციო სახელოსნოში, ხოლო XXI საუკუნეში ლომების პირველი რესტავრაცია შედგა 2001 წელს.

ლომების ქანდაკება გამოსახულია 2003 წელს რუსეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ მონეტაზე, რომელიც მიეძღვნა სანქტ-პეტერბურგის დაარსების 300 წლისთავს[2].

  1. 1.0 1.1 Нестеров В. В. Львы стерегут город. — Л.: Художник РСФСР, 1971.
  2. Центральный банк Российской Федерации. Лев на набережной у Адмиралтейства. Памятные монеты России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2008-12-06.