სასაპყრო
სასაპყრო — „სისხლის“ ნაწილი,რომელიც ეძლეოდა მოკლული კაცის ქვრივს თავის სარცენად ძველ საქართველოში. იგი ძმისმკვლელობისას (თუ „ძმანი... გაყოფით იყვნენ“) დააკანონა გიორგი ბრწყინვალის სამართალმა (მ. 18). სასაპყროს ქვრივს გაუთხოვრობის პირობით აძლევდნენ. მის ოდენობას „ძალისა მსგავსად“ განსაზღვრავდა დარბაზი ან ერისთავი და განმგებელი. სასაპყრო გვაროვნული საზოგადოების ანალოგიური დანაწესიდან წარმოდგა (ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება გადანაშთური ჩვეულება, რომლის მიხედვითაც მკვლელისათვის შეიძლებოდა „დაეკუთვნებინათ“ მოკლულის ქვრივ-ობლის რჩენა-შენახვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძეი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957;
- ფუტკარაძე ი., ქართული ვალდებულებითი სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1976, გვ. 186;
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 117.