სარწების ციხე
სარწების ციხე — ციხესიმაგრე თურქეთის რესპუბლიკის არტაანის პროვინციის არტაანის რაიონის სოფელ სულაქიურთის ჩრდილოეთით. სოფელი ისტორიული არტაანის მხარეა, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე. ტოპონიმი „სარწები“ გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გვხვდება. ნიკო მარმა გიორგი მერჩულესთან მოხსენიებული „სარწები“ ტოპონიმად სცნო, ხოლო ზ. სარჯველაძის აზრით, ის ყანას უნდა ნიშნავდეს. ტერმინი „სარწები“ ტოპონიმად გაიაზრა ს. ჯიქიამაც და გამოსცა მის შესახებ დაცული მასალა 1985 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობა გორაკის თავზეა აღმართული, წრიული ფორმით. ციხის კედლების სიმაღლე 4-5 მეტრი უნდა ყოფილიყო. სარწების ციხე ისტორიულ წყაროებში არ მოიხსენიება, ვინაიდან ქართული წერილობითი წყაროების გაჩენის პერიოდში ის არ წარმოადგენდა რაიმე სახის მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას, შუა საუკუნეებში მას ძველი ფუნქცია დაკარგული ჰქონდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
- გიორგი მერჩულე. წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. თბილისი 2007, გვ. 570 - 571
- ს. ჯიქია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, III. თბილისი 1958 , გვერდი 517 - 518