სარღანისნაირნი
სარღანისნაირნი (ლათ. Beloniformes) — თევზების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 36—150 სმ აღწევს. ფართოდ არიან გავრცელებული თბილ და ზომიერ წყლებში. რიგში გაერთიანებულია 4 ოჯახი: ნახევარდინგასებრნი, მფრინავი თევზისებრნი, სარღანისებრნი და მაკრელისებრნი. ნახევარდინგასებრთა და სარღანისებრთა ოჯახების თევზების ძვლები მწვანეა, რაც განპირობებულია მათში ნაღვლის პიგმენტის — ბილივერდინის არსებობით. სარღანისნაირთა ზღვის ფორმები მრავლდებიან ქვირითით, ხოლო ზოგიერთი მტკნარი წყლის ფორმები ცოცხლადმშობია.
სარღანისნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Beloniformes | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 110.