ნატალი საროტი

(გადამისამართდა გვერდიდან საროტი ნატალი)

ნატალი საროტი (ნამდვილი სახელი ნატაშა ჩერნიაკი) (დ. 18 ივლისი, 1900, ივანოვო — გ. 19 ოქტომბერი, 1999, პარიზი) — წარმოშობით რუსი ფრანგულენოვანი მწერალი.

ნატალი საროტი
ფრანგ. Nathalie Sarraute
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1900(1900-07-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ივანოვო
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი, 1999(1999-10-19)[1] [2] [3] [4] [5] [8] [6] [7] (99 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზის XVI რაიონი
დასაფლავებულია Chérence
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, დრამატურგი[9] , პოეტი ადვოკატი, ადვოკატი და ლიტერატურული კრიტიკოსი[9]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საფრანგეთი
ალმა-მატერი Lycée Fénelon, Paris
ჯილდოები ფორმენტორის პრემია და Grand prix national des Lettres
მეუღლე Raymond Sarraute
შვილ(ებ)ი ანა საროტი და კლოდ საროტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1902 წელს მშობლების დაშორების შემდეგ ნატალი დედამ პარიზში წაიყვანა, თუმცა მამის სანახავად ხშირად ჩამოჰყავდა რუსეთში. 1909 წლიდან მამაც პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ნატალი სწავლობდა იურისპრუდენციას, ისტორიას, სოციოლოგიას და გახდა ადვოკატი. პარალელურად გატაცებული იყო მე-20 საუკუნის ლიტერატურით, კერძოდ, მარსელ პრუსტითა და ვირჯინია ვულფით, რომელთა ნაწარმოებებიც დიდ გავლენას ახდენდა მის შემოქმედებაზე. 1925 წელს ნატალი ცოლად გაჰყვა რეიმონ საროტს, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა. 1939 წელს გამოვიდა საროტის ტროპიზმები ჟან-პოლ სარტრის წინასიტყვაობით. 1941 წელს ანტიებრაული მოსაზრებებით გაათავისუფლეს ადვოკატთა ბიუროდან, რის შემდეგაც უფრო აქტიურად განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.

1956 წელს გამოსცა „ეჭვის ერა“, ლიტერატურული ესები, რომელშიც დაუპირისპირდა რომანის ტრადიციულ ხედვას. ამ ნაწარმოებით იგი ალენ რობ გრიიეს, მიშელ ბიუტორის, კლოდ სიმონისა და სხვათა გვერდით ახალი რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა.

შემოქმედება

რედაქტირება

თავის რომანებში საროტი ცდილობს წარმოადგინოს ადამიანთა შინაგანი სამყარო, ცნობიერების მოძრაობა რომელიც მეტყველების, ე.წ. „ქვედიალოგების“ („sous-conversation“) მიღმა იკვეთება და რომელსაც მწერალი „ტროპიზმებს“ უწოდებს. ამით იგი ამხელდა ენისა და საზოგადოებისათვის დამახასიათებელ მთელ რიგ პირობითობებს. მის ნაწარმოებებში სრულიად შეცვლილია პერსონაჟის, მთხრობელისა და ამბავის სტატუსი, როგორც ეს ზოგადად ახალ რომანს ახასიათებს.

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • ტროპიზმები, 1939
  • უცნობის პორტრეტი, 1948
  • მარტერო, 1953
  • ეჭვის ერა, 1956
  • პლანეტარიუმი, 1959
  • ოქროს ხილი, 1963
  • სიჩუმე, 1964
  • ტყუილი, 1966
  • სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, 1968
  • ისმა ანუ რასაც არაფერი ჰქვია, 1970
  • გესმით მათი? 1972
  • მშვენიერია, 1975
  • ის აქაა, 1978
  • სიტყვის გამოყენება, 1980
  • ბავშვობა, 1982
  • აქ, 1995
  • გააღეთ, 1997
  • კითხვა, 1998

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება