სარიყამიშის ბრძოლა

სარიყამიშის ბრძოლა
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი

რუსეთის იმპერიის არმიის პოზიციები სარიყამიშთან
თარიღი 9 (22) დეკემბერი, 1914 - 4 (17) იანვარი, 1915
მდებარეობა სარიყამიში, ყარსის პროვინცია, თურქეთი
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
რუსეთის დროშა ი. ვორონცოვ-დაშკოვი,
რუსეთის დროშაა. მიშლაევსკი,
რუსეთის დროშაგ. ბერხმანი,
რუსეთის დროშან. იუდენიჩი
ოსმალეთის დროშა ენვერ-ფაშა,
ოსმალეთის დროშა ჰაფიზ ჰაქი-ფაშა
ძალები
კავკასიის არმია:
63 000
მე-3 არმია:
90 000
დანაკარგები
30 000 დაღუპული და დაჭრილი,
12 000 გაყინული
60 000 დაღუპული და დაჭრილი,
18 000 გაყინული
სარიყამიშის ბრძოლა ვიკისაწყობში

სარიყამიშის ბრძოლარუსეთის არმიის მიერ კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში განხორციელებული ოსმალეთის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. მიმდინარეობდა 1914 წლის 9 (22) დეკემბრიდან 1915 წლის 4 (17) იანვრამდე.

1914 წლის 15 ნოემბერს რუსეთის არმიის სამი რაზმი თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე გადადის და იწყებს შეტევას ორი მიმართულებით:

ოსმალეთის არმიის მთავარსარდალმა ენვერ-ფაშამ დაგეგმა მეტად გაბედული ოპერაცია: თურქული მე-3 არმიის სამ საარმიო კორპუსს რუსული ქვედანაყოფები უნდა შეებოჭა სარიყამიშთან. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში იმედოვნებდნენ რუსეთის მიერ 1877-1878 წლების ომის შემდეგ მიერთებული ტერიტორიების დაბრუნებას, რეგიონში მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის აჯანყებას, სამხრეთ კავკასიის გაწმენდასა და ბორჯომი-თბილისის მიმართულებით შეტევას.

თუმცა 22 დეკემბრის (4 იანვრის) შემდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. დარუბანდის 154-ე ქვეით კაზაკთა ათასეულის მე-14 ასეულის მებრძოლებმა და ასმეთაურმა ტარას ვაშაკიძემ დაატყვევა თურქეთის III არმიის IX კორპუსის მთელი ხელმძღვანელობა, რამაც პრაქტიკულად გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. რუსულ არმიებს რამდენიმე დღე დასჭირდათ IX და X საარმიო კორპუსების დარჩენილი ნაწილების გასანადგურებლად.

სარიყამიშის ბრძოლაში მონაწილეობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის, „არწივის ბუდის“ აღება და დაცვა. მან ეს ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულა. ამ დროს გამოჩენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, ოქროს სახელობითი ხმლით დააჯილდოვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება