სარანგი (ჰინ. सारंगी) — ინდური ხემიანი მუსიკალური ინსტრუმენტი. აქვს 3–4 ძირითადი და 11–15 რეზონანსული სიმი. არსებობს რამდენიმე სახესხვაობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია სარანგი ხის კორპუსითა (უშუალოდ ვიწრო ყელში გარდამავალი) და ტყავის დეკათი. ძირითადი სიმები აწყობილია კვარტასა და კვინტაში, რეზონანსული — დიატონიკური ბგერათრიგის ტონებში.[1]

სარანგი