საპოვნელა
საპოვნელა, საპოვნელო, საპოვნელი — დაკარგული ნივთის პოვნის გასამრჯელო საქართველოში. საპოვნელა აღბუღას სამართლით დაკანონდა (XIV საუკუნე): ვინც ნაპოვნს პატრონს დაუბრუნებდა, მისგან „მსგავსიერ საპოვნელა“ — შესაფერ ჯილდოს მიიღებდა (მ. 92). ი. ბაგრატიონის „სჯულდებით“ (XIII საუკუნე), საპოვნელა (ნაქურდლის 5%) ლეგალურ, ერთგვარ მოხელესავით მოქმედ „ქურდების უფროსს“ ჩაბარდებოდა და მისი მეშვეობით ნაპარავის დამბრუნებელ ქურდებს გაუნაწილდებოდა (მ. 62). „სამართალი სომხური“ (მ. 264) კრძალავდა საპოვნელას აღებას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონი ი., სჯულდება (ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი), ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1957, გვ. 056-057;
- დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953, ვ. 175;
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 94-95.