საპატის ნახევარკუნძული
(გადამისამართდა გვერდიდან საპატას ნახევარკუნძული)
საპატის ნახევარკუნძული (ესპ. Península de Zapata) — ნახევარკუნძული კუბის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. მდებარეობს მატანსასის პროვინციაში. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია კასონესის ყურით, სამხრეთით ბროას უბით, ხოლო აღმოსავლეთით ბატაბანოს ყურით. ნახევარკუნძულზე ვრცელდება სიენაგა-დე-საპატის ეროვნული პარკი. აღმოსავლეთი საზღვარი მიუყვება პლაია-ხირონს. უკიდურესი დასავლეთი ნაწილია პუნტა-გორდას კონცხი.
ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაჭაობებულია.
საპატის ნახევარკუნძულს კუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კერძოდ 1961 წელს აქ კუბელმა ემიგრანტებმა სცადეს ფიდელ კასტროს რეჟიმის დამხობა.