სან-აგუსტინის არქეოლოგიური პარკი
სან-აგუსტინი (ესპ. Parque arqueológico de San Agustín) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ კოლუმბიაში, უილის დეპარტამენტში. მოსახლეობა დაახლოებით 30 000 კაცს შეადგენს. თავდაპირველად, ამ ადგილას 1752 წელს ალეხო ასტუდილიომ დააარსა სოფელი, რომელიც ადგილობრივი ინდიელების თავდასხმის შედეგად დაინგრა. დღეისათვის არსებული ქალაქის წინამორბედი 1790 წელს დააარსა ერასო მენდიგენამ.
სან-აგუსტინის არქეოლოგიური პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
სან-აგუსტინის არქეოლოგიურ პარკში აღმოჩენილი სკულპტურები, ახ. წ. I-VIII სს. | |
ქვეყანა | კოლუმბია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა და კარიბები |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 744 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 744 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ეს ტერიტორია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლუმბამდელი ამერიკის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც საკმაოდ იზიდავს როგორც კოლუმბიელ, ისე უცხოელ ტურისტებს, რაც ადგილობრივი ეკონომიკისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ძეგლი 1996 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
აქ კლიმატი საკმაოდ სასიამოვნოა, საშუალო ტემპერატურა 18ºC მთელი წლის განმავლობაში.