სანჯუ
სანჯუ (კორ. 상주시?, 尙州市?) — ქალაქი სამხრეთი კორეაში. მდებარეობს კიონსან-პუქტოს პროვინციაში.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
სანჯუ | |
| |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
კოორდინატები | 36°24′55″ ჩ. გ. 128°09′38″ ა. გ. / 36.41528° ჩ. გ. 128.16056° ა. გ. |
ფართობი | 1254.82 კმ² |
მოსახლეობა | 102 892 (2018)[1] |
ოფიციალური საიტი | http://www.sangju.go.kr/eng/default.php |
ისტორია
რედაქტირებასანჯუ კორეის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ცნობილია დასახლებები, რომლებიც თანამედროვე სანჯუს ტერიტორიის სილას ძველი კორეული სამეფოს მიერ დაპყრობის შემდეგ გაჩნდა. მაშინ აქ განლაგებული იყვნენ ტომობრივი გაერთიანებები: კორიონ კაია და საბოლგუკი.
სილას მიერ კორეის გაერთიანების შემდეგ სანჯუ სილას დედაქალაქის გარშემო არსებული ცხრა რეგიონიდან ერთ-ერთი გახდა. ქალაქი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ხაზს წარმოადგენდა და აერთიანებდა კიონჯუსა და სუდოგვონს, დღევანდელი სეულის რაიონებს.
სილას ეპოქის დასასრულს IX საუკუნის მიწურულს სანჯუში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დაიწყო აჯანყებები, რომელიც სანჯუს ციხის აღებით დასრულდა, რის შემდეგაც აჯანყებულებმა საბოლგუკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სანჯუ მალე დაიპყრეს ჰუპექჩეს ჯარებმა.
1895 წელს სანჯუს მიანიჭეს სტატუსი „კუნ“. იაპონიის კოლონიური მმართველობის დროს ქალაქი თანდათანობით მოდერნიზირდებოდა. 1924 წელს აქ ააშენეს რკინიგზა და დაახლოებით ამავე დროს იქნა დაარსებული სანჯუს უნივერსიტეტი.
1945 წლის შემდეგ სანჯუს მნიშვნელობა ეტაპობრივად ეცემოდა. კორეის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრრალები ვითარდებოდა ქალაქისგან განცალკევებულად, ერთ-ერთი მათგანია კიონბუს ავტომაგისტრალი. ქალაქის ეკონომიკა კვლავ სოფლის მეურნეობაზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად ამისა სანჯუს მოსახლეობის აოდენობა იზრდებოდა და 1980 წელს მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
გეოგრაფია
რედაქტირებასანჯუ მდებარეობს კიონსან-პუქტოს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთის საზღვართან, ესაზღვრება ჩჰუნჩჰონ-პუქტოს პროვინციას. საზღვრები აქვს ასევე პოინთან, კვესანთან, ოქჩონთან, იონდონთან, იეჩნთან, იისონთან და ქალაქებთან: მუნგიონი, კუმი, კიმჩჰონი.
სანჯუს ცენტრი მდებარეობს მდინარე ნაკტოგანის ხეობაში. ქალაქის ლანდშაფტი ძირითადად მთიანია, ყველაზე მაღალი წერტილია მდინარე სონისანი - ზღვის დონიდან 1058 მეტრი.
ქალაქის კლიმატი მუსონურია. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 - 13 °C-ია, მაქსიმალური საშუალო თიური ტემპერატურა აგვისტოში 26 °C-ია, მინიმალური საშუალო თიური ტემპერატურა იანვარში კი −3 °C. საშუალო წლიური ნალექი 1 050 მილიმეტრს აღწევს.
ეკონომიკა
რედაქტირებასანჯუს ეკონომიკა ტრადიციულად სოფლის მეურნეობაა. ამჟამად სოფლის მეურნეობა რეგიონის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რადგანაც მოსახლეობის თითქმის 40% ამ სფეროშია დასაქმებული.
არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურაა ბრინჯი, რომლი
განათლება
რედაქტირებასანჯუში ორმოცდა სამი საგანმანათლებლო უმაღლესი სკოლაა განლაგებული. ამას გარდა, ჩვიდმეტი მუნიციპალური საშუალო სკოლა, რომელთაგან თითო-თითო გოგოებისა და ვაჟებიათვის ცალ-ცალკეა. ასევე, ქალაქში ხუთი კერძო სკოლაა, რომელთაგან მხოლოდ ერთში იღებენ განათლებას გოგოები და ბიჭები ერთად (ორი მხოლოდ გოგოებისთისაა, ორი კი ვაჟებისთის). ძველი სკოლების რაოდენობა კი თორმეტია. უმაღლესი განათლების მიღება სანჯუს უნივერსიტეტშია შესაძლებელი, რომელიც აგრონომიული სფეროს მიმართულებისაა.
ქალაქში, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით ოცი ათასს აღწევს.