სანჩო მარტინი
სანჩო მარტინი (ესპ. Sancho Martin), ცნობილი როგორც მწვანე რაინდი (სახელი შეერქვა აღჭურვილობის ფერის გამო)[1] — XII საუკუნის ესპანელი რაინდი, ტვიროსის ალყის ერთ-ერთი მეთაური ჯვაროსანთა მხრიდან. სანჩოს მეთაურობით, ჯვაროსნები ხშირად თავს ესხმოდნენ მოალყეებს, რის შედეგადაც ალყა გაიწელა.[2] მისი ბრძოლით აღტაცებულები იყვნენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსლიმებიც. სალადინმა ბევრჯერ შესთავაზა მას ისლამის მიღება და მუსლიმთა მხარეს ბრძოლა, მაგრამ სანჩომ უარი განაცხადა და მუსლიმთა წინააღმდეგ თავდასხმები განაგრძო.[1] რამდენიმე იერიშის შემდეგ, 1188 წლის 1 იანვარს მუსლიმებმა ალყა მოხსნეს.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Folda, Jaroslav (2005). Crusader art in the Holy Land: from the Third Crusade to the fall of Acre 1187–1291.
- James, George Payne Rainsford (1854). A history of the life of Richard Coeur-de-Lion, King of England.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Payne 1854, pp. 280–282.
- ↑ Folda 2005, p. 28.
- ↑ Nicholson, Helen; Nicolle, David (2005). God's Warriors: Knights Templar, Saracens and the Battle for Jerusalem.