სანქტ-პეტერბურგის ანა კაშინელის ეკლესია

სანქტ-პეტერბურგის ანა კაშინელის ეკლესია (რუს. Собор Святого Апостола Андрея Первозванного) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1907-1909 წლებში. არის ტიხვინის ეპარქიის ვედენო-ოიატსკის მონასტრის მეტოქი.

სანქტ-პეტერბურგის ანა კაშინელის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის ანა კაშინელის ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ანა კაშინელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°58′13″ ჩ. გ. 30°20′29″ ა. გ. / 59.97028° ჩ. გ. 30.34139° ა. გ. / 59.97028; 30.34139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802315001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. პ. აპლაქსინი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული
თარიღდება 1907-1909

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

კაშინის მირქმის სახელობის მონასტრის მეტოქის მშენებლობა დაიწყო 1907 წელს, იმ ადგილზე სადაც 1894 წელს იდგა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის სამლოცველო, რომელიც ააგეს იაპონიაში მომხდარი ინციდენტის დროს ნიკოლოზ II-ის სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად. ეკლესიის პროექტი შეადგინა ეპარქიის არქიტექტორმა ა. პ. აპლაქსინმა. პროექტი მოიცავდა ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობას, რომელსაც მიშენებული ექნებოდა სამლოცველო და საცხოვრებელი კორპუსი.

1907 წლის ნოემბერში აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ახალი სამლოცველო. 1908 წლის თებერვალში ქვედა ტაძარში აკურთხეს ეგვტერი ხელთუქმნელი ხატის სახელზე, ხოლო მთავარი საკურთხეველი 1909 წელს აკურთხეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, ანა კაშინელის სახელზე.

1917 წლის შემდეგ მეტოქი გააუქმეს და ეკლესია სამრევლო გახდა, თუმცა მონაზვნები მეტოქის ფლიგელში კვლავ განაგრძობდნენ ცხოვრებას. ისინი დააპატიმრეს 1932 წელს მონაზვნების მასიური დაპატიმრების პერიოდში, ხოლო შემდეგ გადაასახლეს. მალევე, 1933 წელს, დახურეს თავად ეკლესიაც, რამდენიმე ხატი გადაიტანეს სამპსონიევსკის საკათედრო ტაძარში. 1934 წელს დააპირეს ტაძრის აფეთქება, მაგრამ უშედეგოდ. 1939 წელს ეკლესიაში განათავსეს სამხატვრო სახელოსნო.

1994 წელს ეკლესია გახდა ვედენო-ოიატის მონასტრის მეტოქი. 1995 წლიდან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 1996-1997 წლებში დაადგეს ახალი გუმბათი, ამოტუმბეს წყალი სარდაფიდან, ფანჯრები შემინეს.

2009 წელს აღნიშნეს ტაძრის 100 წლისთავი, თითქმის მთლიანად დასრულდა აღდგენითი სამუშაოები და დაამონტაჟეს კანკელიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება