სანქტ-პეტერბურგის აგლომერაცია
სანქტ-პეტერბურგის აგლომერაცია (რუს. Санкт-Петербургская агломерация) — მონოცენტრული საქალაქო აგლომერაცია, რომელიც სანქტ-პეტერბურგის გარშემოა შექმნილი. აგლომერაცია მოიცავს სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს. აგლომერაცია სანქტ-პეტერბურგის გარშემო დაახ. 50 კმ-ზე ვრცელდება[1].
აგლომერაცია | |
---|---|
სანქტ-პეტერბურგის აგლომერაცია Санкт-Петербургская агломерация | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | რუსეთის ევროპული ნაწილი |
კოორდინატები | 59°56′00″ ჩ. გ. 30°19′00″ ა. გ. / 59.93333° ჩ. გ. 30.31667° ა. გ. |
ფართობი | 11 600 კმ² |
მოსახლეობა | 5,4 მლნ კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | 812 და 813 |
სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის მოსახლეობა 5,4 მილიონს შეადგენს, ხოლო ფართობი — დაახ. 11,6 ათასს კმ²-ს. აგლომერაცია სიდიდით მეორეა რუსეთში, მოსკოვის აგლომერაციის შემდეგ.
აგლომერაციის შიგნით მდებარე დასახლებებს შორის ტრანსპორტირება შესაძლებელია მატარებლით, ავტობუსებითა და ტაქსებით.
აგლომერაცია სწრაფი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ასევე სანქტ-პეტერბურგის წრიული ავტომაგისტრალი. 2006 წელს დაიწყო ახალი ქალაქის, კუდროვოს, მშენებლობა. არსებობს, ასევე სხვადასხვა ქალაქების გავითარების პროექტები, რომელთა განხორციელება მიმდინარეობს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Население // Ленинградская область: Знаете ли вы? / Сост. В. А. Уланов, Санкт-Петербург: «Паритет», 2007. — გვ. 291-292, ISBN 978-5-93437-281-2.