სანტო-სტეფანო
სანტო-სტეფანო — იტალიის კუთვნილი კუნძული მადალენას არქიპელაგში, კუნძულ სარდინიის ჩრდილოეთით. წარმოადგენს მადალენას არქიპელაგის ეროვნული პარკის შემადგენელ ნაწილს. კუნძული დაუსახლებელია და ის ძირითადად იმითაა ცნობილი, რომ აქ განლაგებულია ნატოს საზღვაო ბაზა და იტალიის საზღვაო შენაერთი. ერთადერთი სახცოვრებელი ტურისტული კომპლექსი და კლუბია, რომლებიც ძირითადად ზაფხულის თვეებში მუშაობს. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ბორნით ლა-მადალენადან ან სარდინიიდან.
კუნძულის ფართობი 3 კმ²-ია, უმაღლესი წერტილი კი ზღვის დონიდან 101 მეტრზე მდებარეობს.
1987 წელს, აშშ-ის საზღვაო ფლოტს სასამართლომ კუნძულის დატოვება და მისი ეროვნული პარკისთვის დაუბრუნდა დაავალა. მაგრამ, 2004 წელს, მიუხედავად გადაუწყვეტელი სასამართლო განაჩენისა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ აშშ-ის ფლოტს უფლება მისცა გამოეყენებინა ბუნებრივი პარკის ტერიტორია და აეშენებინა უფრო ფართო საოფისე შენობა. აშშ-ის სამხედროები კუნძულის დატოვებას 2008 წლის გაზაფხულზე გეგმავდნენ.
სანტო-სტეფანოს სამხედრო ბაზა[1] იქნა შერჩეული 2009 წლის ზაფხულში დიდი რვიანის სამიტისთვის, რაც სარდინიაზე ანტიგლობალისტებმა გააპროტესტეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- your-dream-island დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- F. Scaroni, Cronaca e storia di un rimosso cantiere di regime: il mausoleo di Costanzo Ciano a Livorno, collana "Quaderni dell’Istituto di Storia dell’Architettura", თარგი:N°42/03, Bonsignori editore, Roma 2005.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Military base on Santo Stefano on Google Maps" English. Google (2009-02-26). ციტირების თარიღი: 2009-02-26.