სანტა-მარია (ვულკანი)
სანტა-მარია (ესპ. Santa María) — დიდი ზომის აქტიური ვულკანი გვატემალის დასავლეთ მთიანეთში, კეცალტენანგოს დეპარტამენტში, ქალაქ კეცალტენანგოსთან ახლოს. იგი სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ნაწილია.
სანტა-მარია | |
---|---|
ესპ. Santa María | |
სანტა-მარიას ამოფრქვევა, 1902 | |
კოორდინატები: 14°45′20″ ჩ. გ. 91°33′06″ დ. გ. / 14.75556° ჩ. გ. 91.55167° დ. გ. | |
ქვეყანა | გვატემალა |
ტერიტორიული ერთეული | კეცალტენანგოს დეპარტამენტი |
XVI საუკუნეში, რეგიონის ესპანეთის მიერ დაპყრობამდე, ვულკანი ადგილობრივ ენაზე, ცნობილი იყო როგორც გაგშანული, რაც ნიშნავს „შიშველ ვულკანს“ ან „შიშველ მთას“.
სანტა-მარიას 1902 წლის ამოფრქვევა XX საუკუნის სამი უდიდესი ამოფრქვევიდან ერთ-ერთია, 1912 წლის ნოვარუპტისა და 1991 წლის პინატუბოს ამოფრქვევასთან ერთად. ასევე, ის ბოლო 300 წლის განმავლობაში მომხდარ ამოფრქვევებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.