სანიორეს ღვთისმშობლის ეკლესია

სანიორეს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ სანიორეს ცენტრში. სავარაუდოდ, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა. XX საუკუნეში მასში აბანო მოუწყვიათ, ინტერიერში ახალი კედლები ჩაუშენებიათ, ძველი კედლები კი ცემენტით შეულესავთ, რომლის გამოც ეკლესიას პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა, დასავლეთ კარი ამჟამად გაუქმებულია. აღმოსავლეთით აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ძველი ნაგებობებიდან შემორჩენილია პილასტრები. კედლებზე შეიმჩნევა მათი კვალი. ჩრდილოეთ კედელში სამი, ნალისებრთაღოვანი სარკმელია, ნავი გადახურული იყო ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება