სანდრო ჯავახიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯავახიშვილი.

სანდრო (ალექსანდრე) ჯავახიშვილი (დ. 20 მაისი, 1949 — გ. 28 აპრილი, 2012) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1979).

სანდრო ჯავახიშვილი
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1949(1949-05-20)
გარდ. თარიღი 28 აპრილი, 2012(2012-04-28) (62 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სანდრო ჯავახიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1972 წელს; 1972–76 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში პროფესორ ლევ ვლადიმიროვის ხელმძღვანელობით გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი.[1]

1974 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1981 წლიდან იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჰიდროლოგიის განყოფილებაში (ამჟამად ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნილოგიების განყოფილება). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1979 წელს თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის ჩრდილო ფერდობის საშუალო მრავალწლიური წლიური და სეზონური წყლის ბალანსი“.[1]

გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება კავკასიისა და საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის პრობლემებს. მიღებული აქვს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Водный баланс Кавказа и его географические закономерности (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1991;
  • Ледник Тбилиса: (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1986.
  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.