სანდრა ბულოკი

(გადამისამართდა გვერდიდან სანდრა ბალოკი)

სანდრა ბულოკი (ინგლ. Sandra Bullock; დ. 26 ივლისი, 1964) — ამერიკელი მსახიობი. დაიბადა არლინგტონში.

სანდრა ბულოკი

სანდრა ბულოკი 2013 წელს.
დაბადების სახელი სანდრა ანეტა ბულოკი
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1964 (1964-07-26) (60 წლის)
არლინგტონის ოლქი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1987-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

2009 — უხილავი მხარე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

2009 — უხილავი მხარე

დედა ოპერის მომღერალი იყო მამა კი რიტორიკის მასწავლებელი. 1982 წელს მან სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ ის სწავლობდა კაროლინის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო სამსახიობო კარიერა. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში. სანდრას პოპულარობაზე ასევე იმოქმედა ფილმმა „დამანგრეველი“ (1993), სადაც იგი სილვესტერ სტალონესთან ერთად თამაშობდა. 2007 წელს ის შეფასებული იყო როგორც სიმდიდრით მეთოთხმეტე ქალი გართობის ინდუსტრიაში. სანდრამ შავკანიანი ბიჭი ლუისი იშვილა. ეს მოხდა იმ პერიოდში როდესაც მისი და ჯესი ჯეიმზის ქორწინება ინგრეოდა. განქორწინების შემდეგ სანდრა მარტოხელა დედა აღმოჩნდა.[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 დამანგრევლები Demolition Man ლეიტენანტი ლენია ჰაქსლი
1996 მოკვლის დროა A Time to Kill ელენ როარკი
2000 მის კონგენიალურობა Miss Congeniality გრეისი ჰარტი
2002 დები ია–იას ღვთაებრივი საიდუმლოები Divine Secrets of the Ya-Ya Sisterhood სიდალ უოკერი
2005 მის კონგენიალურობა 2 Miss Congeniality 2: Armed and Fabulous გრეისი ჰარტი
2006 სახლი ტბასთან The Lake House კეიტ ფორსტერი
2009 უხილავი მხარე The Blind Side ლი ენ ტუი
2013 გრავიტაცია Gravity დოქტორი რაიან სტოუნი
2014 სიცხე The Heat ეშბორნი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სანდრა ბულოკი

  1. Goldman, Lea; Blakeley, Kiri (January 18, 2007). „The 20 Richest Women In Entertainment“. Forbes.com. ციტირების თარიღი: 2010-01-06.