სანათიბო ნათესები

სანათიბო ნათესები — სასოფლო-სამეურნეო მცენარეები, რომლებსაც თესავენ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის მეორე ნახევარში, ცხოველთა საკვებად საშემოდგომო კულტურების, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახების ან სხვა საკვები კულტურის მოთიბვის შემდეგ. სანათიბო ნათესები გავრცელებულია საკმარისი დატენიანებისა და სარწყავი მიწათმოქმედების რაიონებში. იყენებენ კომბინირებულ აგრეგატებს ერთდროულად სასუქის შესატანად, ნიადაგის დასამუშავებლად და დასათესად. ტენის უკმარისობის დროს რამდენამდე ზრდიან თესლის ჩათესვის სიღრმეს, ნიადაგს თესვამდე და თესვის შემდეგ ტკეპნიან. თესლის თესვის ნორმას ზრდიან 15–25%-ით. სარწყავ მიწებზე სანათიბო ნათესებს რწყავენ: პირველად — დათესვის შემდეგ (ერთნაირი აღმონაცენის მისაღებად), მეორედ და შემდგომ — ნათესის სახეობიდან და ვეგეტაციის პერიოდში მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე.[1]

  1. Поукосные посевы // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 419.