სამხრეთის მარჯნის ჯგუფი
სამხრეთის მარჯნის ჯგუფი (ინგლ. Southern Coral Group) — მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, შედგება ორი კუნძულისაგან და შედის სეიშელის გარე კუნძულებში. მდებარეობს კუნძულოვანი ქვეყნის სამხრეთში, კუნძული პლატი 135 კმ-ში და კუნძული კოეტივი 300 კმ-ში.
მშობ. სახელი: ინგლ. Southern Coral Group | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 06°30′00″ ს. გ. 55°44′00″ ა. გ. / 6.50000° ს. გ. 55.73333° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | პლატი |
ფართობი | 9,96 კმ² |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 253 |
სიმჭიდროვე | 25,40 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებასამხრეთის მარჯნის ჯგუფის კუნძულები მდებარეობს სეიშელის კუნძულების აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძული პლატი ქვეყნის უდიდეს კუნძულ მაედან და მასზე მდებარე დედაქალაქ ვიქტორიადან დაშორებულია 135 კმ-ით, ხოლო კუნძული კოეტივი, რომელიც პლატიდან სამხრეთით მდებარეობს კიდევ 171 კმ-ით. კუნძულები დაფარულია ტროპიკული ბალახოვანი მცენარეულობით და გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
კუნძულები
რედაქტირებასამხრეთის მარჯნის ჯგუფი შედგება ორი კუნძულისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია 171 კმ მანძილზე. ორივე ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვიშოვანი რიფებია:
კუნძული | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|
კოეტივი | 9,31 | 250 | 26,85 |
პლატი | 0,65 | 3 | 4,61 |
სამხრეთის მარჯნის ჯგუფი | 9,96 | 253 | 25,40 |
მოსახლეობა
რედაქტირებაორივე კუნძული დასახლებულია. მთავარი დასახლებული პუნქტი მდებარეობს კოეტივის კუნძულზე.
პრეტენზიები
რედაქტირებამავრიკი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთის მარჯნის ჯგუფის ორივე კუნძულზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სეიშელის არქიპელაგის კუნძულები დაარქივებული 2015-11-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- კოეტივის კუნძული დაარქივებული 2010-11-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)