სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით
სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით (იაპონ. 国境の南、太陽の西) — იაპონელ მწერალ ჰარუკი მურაკამის რომანი, რომელიც პირველად 1992 წელს გამოქვეყნდა.
წიგნში მოთხრობილია ჯაზ-ბარის მფლობელის შესახებ. იგი მრავალწლიანი განშორების შემდეგ ბავშვობის მეგობარს შეხვდება, რომელიც უყვარდა. ვნება მისდამი კვლავ იღვიძებს, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო, მისი იმედები არ გამართლდება.