სამხრეთელი აგრარიკები
სამხრეთელი აგრარიკები (ინგლ. Southern Agrarians, ასევე ვანდერბილტის აგრარიკები ან ნეშვილის აგრარიკები) — თორმეტი ამერიკელი მწერლისა და პოეტის ჯგუფი სამხრეთ შტატებიდან, რომლებმაც 1930 წელს ერთობლივად გამოაქვეყნეს აგრარული მანიფესტი, ესსების კრებული სახელწოდებით "I'll Take My Stand".
სამხრეთელმა აგრარიკებმა ამერიკული პოპულიზმის მნიშვნელოვანი კონსერვატიული განშტოება შექმნეს და 1920-30-იან წლებში სამხრეთული ლიტერატურის აღორძინებაში დიდი წვლილი შეიტანს (ცნობილი როგორც სამხრეთული რენესანსი). ისინი ძირითადად ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან იყვნენ, ნეშვილში, ტენესი.