სამხედრო რეფორმები აზერბაიჯანში (1993-2016)
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანში სამხედრო სფეროს გასაუმჯობესებლად მრავალი რეფორმა გატარდა. ჰეიდარ ალიევის მთავრობის მთავარი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და გაუმჯობესება იყო.[1][2]
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. აზერბაიჯანის პირველი შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარის, საზღვაო და საჰაერო ძალებისგან. აზერბაიჯანის სამხედრო ძალები იმავე წელს ჩამოყალიბდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო 1991 წლის 5 სექტემბერს ჩამოყალიბდა. ამ წელს არმიის სტრუქტურა და პირველი ბრიგადები შეიქმნა და შეიარაღებული ძალებისთვის პირველი პერსონალის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო. ამ პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქვეყნის წამყვან სტრუქტურას წარმოადგენდა. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისკენ პირველი ნაბიჯები იარაღების, ტექნიკისა და არმიის დაჯავშნული მანქანების გაუმჯობესებით დაიწყო.აზერბაიჯანმა სტრატეგიული მოკავშირეების ძებნა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების ჩამოყალიბება დაიწყო.
1992 წლის ივლისში აზერბაიჯანმა „ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებას“ მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სამხედრო აღჭურვილობა შეზღდუდული რაოდენობით იწარმოება.[3]
1993 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჰეიდარ ალიევმა ცალკე არმიის შექმნა დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო თავდაცვის კანონი. 1994 წელს სომხეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყანამ შეიარაღებული ძალების ხელახლა ფორმირება დაიწყო. შეიარაღებული ძალების გასაუმჯობესებლად კონსტრუქციული შრომა და სტრუქტურული რეფორმები დაიყო, რაც ცენტრალური მენეჯმენტის ქვეშ საბრძოლო ობიექტების დაგეგმვას, სამხედრო დანაყოფების შესაბამისი მოთხოვნილებების მენეჯმენტსა და პერსონალის გადამზადებას გულისხმობდა.
რეფორმები
რედაქტირებააზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას 2005 წლის მაისში მოეწერა ხელი. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აზერბაიჯანი უამრავ ვალდებულებას იღებს.[4][5]
აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი 2009 წელს 2.46 მილიონი აშშ დოლარიდან 2015 წლისთვის 4.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარის შემადგენლობაში 56 840 ჯარისკაცი ირიცხება, 7 900 მებრძოლი - საჰაერო ძალებში, ხოლო 2 200 ადამიანი - საზღვაო ძალებში. ნაციონალური დაცვის, სახელმწიფო საზღვრის სამსახურსა და შიდა ჯარის ნაწილში 19 500 ადამიანია მსახურობს. ბოლო 15 წლის მანძილზე სამხედრო სამსაახურში ნამყოფთა რაოდენობა 300 000 ადამიანს უტოლდება. სამხედრო მძიმე ტექნიკა 300 მთავარი საბრძოლო ტანკის, 595 შეჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 270 საარტილერიო სისტემისგან შედგება. აზერბაიჯანს 106 საბრძოლო თვითმფრინავი და 35 შვეულმფრენი ჰყავს.[6]
სამხედრო ინდუსტრია
რედაქტირებადამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანი სამხედრო აღჭურვილობას სხვა ქვეყნებისგან იძენდა. 2000-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანმა სამხედრო აღჭურვილობისა და მანქანების თავად წარმოება გადაწყვიტა. ამ მიზნით, პრეზიდენტის ბრძანებით, 2005 წლის 16 დეკემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტრო ჩამოყალიბდა.
აზერბაიჯანში 130-მდე თავდაცვითი საქონელი იწარმოება, მათ შორის: 7.62 კალიბრიანი 54 მმ-იანი გურზა და შიმშეკ-10-ის ტიპის ტყვიამფრქვევები. აზერბაიჯანში წარმოებული სამხედრო აღჭუვილობა ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად იქმნება.
რუსული T-55-ის ტიპის საფუძველზე აზერბაიჯანი ჯავშანტექნიკის წარმოების პროცესში ისრაელის თავდაცვის ძალებთან და ორ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობს. აზერბაიჯანი აწარმოებს საჯაშუშო ტიპის თვითმფრინავებსაც, მათ შორის: ლიცენზირებულ უპილოტო საჯაშუშო თვითმფრინაებს Orbiter-2M და Aerostar. ორივე მოდელს ბაქოს მახლობლად აზადის სისტემების კომპანია აწარმოებს.[7][8][9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.files.ethz.ch/isn/94197/b50_azerbaijan_defence_sector.pdf
- http://nato-pfp.mfa.gov.az/content/21 დაარქივებული 2016-03-21 საიტზე Wayback Machine.
- https://en.trend.az/azerbaijan/politics/1178693.html
- https://books.google.com/books?id=bNsEBwAAQBAJ&pg=PA313&lpg=PA313&dq=military+reforms+in+azerbaijan&source=bl&ots=_A5-XmM0MK&sig=s-gXZD6DbLQpRMB5QHTr_lbY85A&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwiwwv7MjLPVAhXEiRoKHVxwAXc4ChDoAQhJMAk#v=onepage&q=military%20reforms%20in%20azerbaijan&f=false
- https://www.azernews.az/nation/98487.html
- https://www.reuters.com/article/idUSL1597375
- https://www.azernews.az/nation/55869.html
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.globalfirepower.com/country-military-strength-detail.asp?country_id=azerbaijan
- ↑ https://www.britannica.com/place/Azerbaijan/Administration-and-social-conditions#toc44293
- ↑ https://static.dvidshub.net/media/pubs/pdf_2726.pdf
- ↑ http://www.nato.int/cps/on/natohq/topics_49290.htm
- ↑ R.Rustamov, “There was no army before 1993” (in Russian), Zerkalo, 20 June 2008, Azerbaijan’s total budget in 2003 was $1.2 billion.
- ↑ “About 7 billion will be spent in military expenditures” (in Azeri), Azerbaijan Telegraph Agency (Azertag), 17 October security and military industry minis-tries as well as the state border committee and the non-state Voluntary Military-Patriotic Technical Sports Society. The budget indicates only general outlays.
- ↑ http://www.eurasianet.org/node/63004
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-20. ციტირების თარიღი: 2020-10-28.
- ↑ http://www.eurasianet.org/node/80891